ესპანური „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილს გამოისყიდის. Marca-ს ინფორმაციით, „ღამურების“ ხელმძღვანელობა მიმდინარე თვეში ფეხბურთელის აგენტს მოელაპარაკება და მხარეები შეთანხმდებიან.
მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხმა ამ დროისთვის ერთი მილიონი ევროც არ არის. მადრიდული გამოცემა წერს, რომ გიორგი „ვალენსიას“ ზაფხულის ბუმი იყო და მოლოდინს გადააჭარბა. მან ყველა დაარწმუნა თავის შესაძლებლობებში და ახლა მზადაა გუნდში დარჩეს.
წყაროს თანახმად, სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მის გამოსასყიდ თანხად „ვალენსია“ 15 მილიონ ევროს მიუთითებს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ერთ თვეში ყველაფერი დადებითად გადაწყდება.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით შეუერთდა. მან თავი ჯერ წინასასეზონი მატჩებში გამოიჩინა და შემდეგ უკვე ლა ლიგაში, სადაც სამი თამაში ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა, ერთადერთი გოლი გაუშვა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.