UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე 14 ნოემბერს ამერიკელ ერიკ ანდერსს დაუპირისპირდება და ეს იქნება მისთვის მეხუთე ბრძოლა.
დოლიძეს UFC-ში წინა 4 ბრძოლიდან 3 მოგებული აქვს და ერთი მარცხი განიცადა, ხოლო MMA-ში კიდევ უფრო კარგი სტატისტიკა გააჩნია - 9 მოგება და 1 წაგება. მან ბოლოს ივნისში იბრძოლა, როდესაც არგენტინელი ლაურეანო სტაროპოლი დაამარცხა.
რაც შეეხება ერიკ ანდერსს, მას MMA-ში 14 გამარჯვება და 5 მარცხი უმაგრებს ზურგს.