მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურში ესპანეთისა და საქართველოს მატჩზე პორტუგალიელი მსაჯები იმუშავებენ.
უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, მთავარი არბიტრი ტიაგო მარტინში იქნება, გვერდითი მსაჯის ფუნქციას ლუის კამპოსი და პედრო ალმეიდა შეასრულებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი უგო მიგელია. VAR-ის ოთახში ლუის გოდინო და ანტონიო კარვალიო ნობრე იმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ ტიაგო მარტინშს საქართველოს ნაკრების მატჩი მანამდეც აქვს ნამსაჯი. 2018 წლის 19 ნოემბერს, უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თბილისში, საქართველო - ყაზახეთი იმსაჯა, რომელიც მაშინ ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის გოლებით 2:1 მოიგო.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთს 5 სექტემბერს, ქალაქ ბადახოსში დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი ოთხ თამაშში მოპოვებული ერთადერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.