ფეხბურთი

12:19 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონმებოლი: ბრაზილია უდანაკარგოა, არგენტინამ იოლად მოიგო

სამხრეთ ამერიკის ზონაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გრძელდება და მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერი ბრაზილიის ნაკრები სანტიაგოში ჩილეს ესტუმრა და მორიგი, ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. ტიტეს გუნდმა მეორე ტაიმის შუაწელს ევერტონ რიბეიროს გატანილი გოლით მოიგო.

არგენტინის ნაკრებმა კარაკასში, ვენესუელა დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. ანგარიში ტაიმის ბოლოს ლაუტარო მარტინესმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში კი ხოაკინ და ანხელ კორეებმა გაიტანეს და ლიონელ სკალონის გუნდმა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში უმძიმეს ტრავმას გადაურჩა ლიონელ მესი, რომლის წინააღმდეგ მასპინძლებმა ძალიან იუხეშეს, მაგრამ არგენტინის ნაკრების კაპიტანი დაზიანების მიღებას გადარჩა.

ბრაზილია-არგენტინის დუეტს მოჰყვება ეკვადორი, რომელიც 12 ქულით მესამე ადგილზეა და ამჯერად პარაგვაის ნაკრებს თამაშის ბოლოს გატანილი ორი გოლით 2:0 აჯობა.

კონმებოლის ზონას 21 ქულით ბრაზილია ლიდერობს, 15 ქულა აქვს არგენტინას, 12 ეკვადორს, 9-9 ურუგვაისა და კოლუმბიას.

ვენესუელა - არგენტინა 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო (45), 0:1 ხ. კორეა (71), 0:3 ა. კორეა (74), 1:3 სოტელდო (90)

ჩილე - ბრაზილია 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ევერტონი (64)

პერუ - ურუგვაი 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ტაპია (25), 1:1 დე არასკაეტა (29)

ეკვადორი - პარაგვაი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტორესი (88), 2:0 ესტრადა (90)

ბოლივია - კოლუმბია 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 მარტინესი (69), 1:1 საუსედო (83)

0.105209