ჩოგბურთი

0:25 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი Us Open-ის 1/16 ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ამერიკელი მაქსიმ კრესი ძალიან იოლად, 3:0 დაამარცხა.

ნიკოლოზს მეტოქის დასამარცხებლად 2 საათი და 12 წუთი დასჭირდა და სამ სეტში, 7:6 (7:3), 6:3, 7:5 მოიგო. ნიკოლოზმა შეხვედრაში სულ 5 ბრეიკი შეასრულა, მაგრამ საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად ირჯებოდა და ამის ხარჯზე გამარჯვება მოახერხა.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა 9 ეისი მიითვალა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო კრესის 20 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/16 ფინალში კიდევ ერთ ამერიკელ რეილი ოპელკას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პირველ წრეშიც ამერიკელს მოუგო და ჯერჯერობით ისე გამოდის, რომ მხოლოდ მასპინძლებთან უწევს დაპირისპირება.

0.10793