კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა საქართველოს ნაკრებთან (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა კომპაქტურად და სწორად თამაშის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება.
„ორი მსგავსი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. დაძაბული თამაში გამოდგა, ორივე გუნდს უჭირდა ბოლო მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა და მოხარული, რომ ვარ გამარჯვება ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა, საქართველოსაც ვულოცავ, რადგან მის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად რთული იყო. ჩემი აზრით, კომპაქტურად და სწორი, პოზიციური თამაშის ხარჯზე მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება.
პოლიტიკაზე მე არ ვსაუბრობ, კოსოვოს ნაკრებში ვმუშაობ და ყველას პატივს ვცემ. საქართველოში ჩვენ ყველანი კარგად შეგვხვდა, ყველასგან დიდი პატივისცემა ვიგრძენით და დახვედრით ძალიან კმაყოფილები ვართ“, - თქვა შალანდმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო ადგილზეა. საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაში 2012 წლის შემდეგ არ მოუგია - 21 მატჩი, 8 ფრე, 13 წაგება, ხოლო კოსოვომ იმავე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო. ვილი სანიოლის გუნდი 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.