სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დღეს სტარტი აიღო იუნიორთა შორის გრან პრის მესამე ეტაპმა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სპორტული წყვილების კატეგორიაში კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ.
აღნისნულმა წყვილმა სეზონის პირველ და სადებიუტო სტარტზე მოკლე პროგრამა შეასრულა და 8 ქვეყნის 11 სპორტულ წყვილს შორის ჯამური 57.64 ქულით მესამე ადგილი დაიკავა .
თავისუფალი პროგრამის წინ, ქართველთა დუეტს მხოლოდ 2 რუსი სპორტული წყვილი უსწრებს, რომლებიც 60.64 და 58.20 ქულით წინა პოზიციებზე აღმოჩნდნენ. სწორედ რუს და ქართველ წყვილს მოუწევთ გაარკვიონ ერთმანეთში მედლების გადანაწილების საკითხი. თავისუფალი პროგრამა 3 სექტემბერს გაიმართება.