ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა მსოფლო ჩემპიონატზე უნდა გაიმარჯვოს, რათა ევრო 2020--ის წყენა დაივიწყოს.
„ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ, რათა დავივიწყოთ ის, რაც ევრო 2020-ზე მოხდა. ვერაფერი შეედრება იმ თამაშის დონეს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვაჩვენეთ და იმ გარემოებასაც, რაც ტურნირის ფინალში მოხდა.
ახლა, რაზედაც მომავალი წელიწადნახევარი ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, მუნდიალის ტიტულამდე უნდა მიგვიყვანოს.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Goal.
დღეს, 2 სექტემბერს, ინგლისელები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე,“ უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
სამი ტურის შემდეგ, I შესარჩევ ჯგუფში, მაქსიმალური 9 ქულით ინგლისელები ლიდერობენ, მეორე ადგილზე მყოფმა უნგრელებმა კი 7 ქულა მოაგროვეს.