ფეხბურთი

14:50 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკას კოვიდი შეეყარა

შვეიცარიის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ნახევამცველს, გრანიტ ჯაკას, COVID 19 დაუდასტურდა და უახლოეს მატჩებში ვერც კლუბს და ვერც ნაკრებს დაეხარება - გვამცნობს Sky Sports.

ჯაკამ უკვე გამოტოვა 1 სექტემბერს საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი (2:1). ახლა მას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ორ უახლოეს შესარჩევ შეხვედრაშიც „დასვენება“ მოუწევს: იტალიასთან, ბაზელში 5 სექტემბერს და ჩრდილოეთ ირლანდიასთან, 8 სექტემბერს ბელფასტში.

0.131539