ფეხბურთი

10:52 | 2.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელი“ დავიდ ლუისით დაინტერესდა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მცველმა, დავიდ ლუისმა, კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთში გააგრძელოს. 34 წლის ბრაზილიელით „მარსელის“ ყურადღების სფეროში აღმოჩნდა - გვამცნობს Globo Esporte.

წყაროს ინფორმაციით, ლუისის გადაბირებით პირადად ფრანგული კლუბის არგენტინელი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ყოფილა დაინტერესებული. მით უმეტეს, რომ ბრაზილიელი ახლა თავისუფალი აგენტია.

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლუისი კარიერას სამშობლოში გააგრძელებდა და „ფლამენგოსთან“ თითქმის მოლაპარაკებული იყო, მაგრამ ჯერჯერობით ისევ უკლუბოდაა.

0.114195