ფეხბურთი

23:52 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე კოსოვოსთან ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან მატჩში საბა ლობჟანიძეს ვერ დაიხმარს. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩისწინ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მოედანზე ვერ გავა.

ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმე უცნობია და შესაბამისად ისიც, შეძლებს თუ არა საბა ესპანეთთან თამაშისთვის მომჯობინებას. აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე ბრწყინვალე ფორმაში იყო და თურქეთის სუპერლიგის სამ ტურში მოედნიდან უგოლოდ არ გასულა - 3 გოლი გაიტანა.

სხვა მხრივ, ვილი სანიოლის გუნდში პრობლემები არ არის და 25-ვე ფეხბურთელმა ივარჯიშა. შეგახსენებთ, საქართველო 2 სექტემბერს, 20:00 საათზე, ბათუმში კოსოვოს შეხვდება. 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთს დაუპირისპირდება.

0.127721