ფეხბურთი

22:31 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლაიპციგმა“ „ბარსელონას“ ოლმოს ტრანსფერზე უარი უთხრა

„ბარსელონამ“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს დანი ოლმოს დამატება სცადა, თუმცა უარი მიიღო. როგორც Mundo Deportivo იუწყება, „ბლაუგრანამ“ „ლაიპციგს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა გერმანელებმა ტრანსფერი იუარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოლმოს სანაცვლოდ „ლაიპციგს“ 75 მილიონი ევრო უნდოდათ.

დანი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, თუმცა ესპანელებმა ფეხბურთელი 2014 წელს ზაგრების „დინამოში“ გაუშვეს. ამის შემდეგ ოლმომ აშკარა პროგრესს მიაღწია, ხორვატიულ გუნდში წარმატებულად თამაშობდა და „ლაიპციგმა“ 2020 წლის იანვარში დაიმატა. მას შემდეგ ოლმომ 61 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.124119