ფეხბურთი

21:21 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელამ თურქული კლუბი ჩაიბარა

იტალიელმა სპეციალისტმა ვინჩენცო მონტელამ „ადანა დემირსფორი“ ჩაიბარა. როგორც თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, იტალიელმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გუნდში მარიო ბალოტელიც თამაშობს.

მონტელამ სამწვრთნელო კარიერა “რომაში“ დაიწყო. მას შემდეგ ვინჩენცო „კატანიას“, „ფიორენტინას“, „მილანს“ და „სევილიას“ წვრთნიდა. ბოლოს იტალიელი „იებს“ წვრთნიდა და 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.

0.13042