„უოტფორდის“ პორტუგალიელი და ინგლისელი ფეხბურთელები დომინგუშ კინა და ნათანიელ ჩალობა „ფულემში“ გადავიდნენ. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კინა ახალ გუნდს ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდა, ხოლო ჩალობას სანაცვლოდ „უოტფორდმა“ სამი მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო და ნათანიელმა 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
კინა, რომელიც პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრებების წევრი იყო, გასული სეზონი „გრანადაში“ გაატარა და ესპანური გუნდის მაისურით ჩატარებულ რვა მატჩში ორი გოლი გაიტანა. ჩალობამ კი „უოტფორდის“ რიგებში ბოლო ოთხი სეზონი გაატარა და 127 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა.