ფეხბურთი

13:03 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საიმანოვი: "ხვიჩა ნაკრებში მიდის და "რუბინში" რჩება"

ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის „რუბინში“ რჩება. გარდა ამისა, საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა - საქართველოს ნაკრებში მიდისო.

არადა, ჯერჯერობით, სფფ ამის შესახებ ცნობას არ ავრცელებს და რამდენიმე დღის წინ ხვიჩა სანაკრებო სიიდან ამოიღეს კიდეც.

„ხვიჩა ეროვნულ ნაკრებში მიდის და ჯერჯერობით „რუბინში“ რჩება. „ტოტენჰემისგან“ შეთავაზება არ ყოფილა“, - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს sportbox-ი.

შეუერთდება თუ არა, კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან მატჩის წინ, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ, მისი ტოპლიგაში ტრანსფერი კი არ შედგა, რადგან ყველა წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ხვიჩას ტრავმა ჰქონდა და ამჟამად ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

0.114698