ფეხბურთი

11:49 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

საულ ნიგესი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი საულ ნიგესი დაიმატა. „არისტოკრატების“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

26 წლის ფეხბურთელი ლონდონელთა რიგებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. იჯარის ღირებულებამ 5 მილიონი ევრო შეადგინა, მისი გამოსყდვა კი 45 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ჩელსიში“ ახალი გამოწვევა დავიწყე. ახლა მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და მოუთმენად ველოდები ამ კლუბის მაისურით თამაშს“, - თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, საულ ნიგესი „ატლეტიკოს“ აკადემიის აღზრდილია და „როხიბლანკოს“ მაისურით 340 მატჩში 43 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში ის დიეგო სიმეონეს გეგმებში აღარ შედიოდა და კლუბის დატოვებაც ამიტომ მოუწია.

0.122585