ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ს რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა. 33 წლის სპორტსმენი აქამდე ქვემსუბიქი წონის ტოპ 10-ში მეათე პოზიციას იკავებდა, თუმცა ახლა მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, რაც საუკეთესო შედეგია.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებში მე-7 შეხვედრა რამდენიმე დღის წინ ჩაატარა და ბრაზილიელ ედაონ ბარბოსას ნოკაუტით სძლია. ამ გამარჯვებით ჩვენებურს 100% შედეგი აქვს, რადგან მან ყველა ორთაბრძოლის მოგება შეძლო.
გამარჯვების შემდგომ UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მაქს ჰოლოვეი გამოუწვია, რომელიც რეიტინგის პირველი ნომერია. აქვე გეტყვით, რომ ჭიკაზე პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ს ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში იჩხუბა.