სხვა

2:17 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო იაკობსენის საიუბილეო გამარჯვება ვუელტაზე

„დესონინკ-ქვიკ-სტეპის“ ჰოლანდიელმა მრბოლმა ფაბიო იაკობსენმა, დღეს საკუთარი 25-ე დაბადების დღე, ვუელტას მე-16 ეტაპზე გამარჯვებით აღნიშნა. ეს მიმდინარე ველომარათონზე, მის მიერ მოგებული მესამე ეტაპია. საფინიშო სპრინტში, მან იოლად აჯობა ბელგიეელ ჟორდი მეეუსს (ბორა ჰანსგრო) და იტალიელ მატეო ტრენტინს (UAE ტიმ ემირატსი).



რბოლის დასაწყისში დიდი შეჯახება მოხდა, რომლის გამოც, ასპარეზობას ორი ველომრბოლი გამოეთიშა. შუა რბოლაში კი, ერთადერთ, მესამე კატეგორიის აღმართზე, პელოტონი მცირე დროით დანაწევრდა. იაკობსენის თანაგუნდელებს გარდა დასჭირდათ, რათა თავიანთი ლიდერი, მოწინავე ჯგუფში დაებრუნებინათ.
ლიდერობა ისევ შეინარჩუნა ნორვეგიელმა ოდ კრისტიან ეიკინგმა (ინტერმარკე). ვინც ისევ 54 წამს უგებს მეორეზე მყოფ ფრანგ გიიომ მარტინთან. ვუელტას ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი კი ისევ მესამეა და ლიდერს წუთით და 36 წამით ჩამორჩება.
მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს ისევ მთებში გავლა მოუწევთ. ჯერ მათ ორი პირველი კატეგორიის აღმართი ელით, ეტაპის ბოლოს კი სპეციალური კატეგორიის მთაზე ასვლა მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111084