ჩოგბურთი

2:13 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკამ აშშ-ის ღიაზე ტიტულის დაცვა დაიწყო

ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღია პირველობაზე შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა, იოლი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში მან ჩეხი მარი ბუზკოვა 6-4, 6-1 დაამარცხა და მაყურებლის აღტაცება გამოიწვია.



განთესვის ნომრის გარეშე მოთამაშე ბუზკოვამ პირველ სეტში მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ოთხი ბრეიკ პოინტიდან ვერცერთი გამოიყენა. ოსაკამ პირველი სეტი აგრესიულად ითამაშა, მაგრამ მეტოქეს 13 უნბლიე შეცდომაც აჩუქა. მან ბრეიკს მეათე გეიმში მიაღწია და აქედან მოყოლებული, სრულად დომინირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეტში, პირველ მოწოდებაზე ხშირად ცდებოდა, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა იაპონელმა, ზედიზედ პირველი ხუთი გეიმის მოგება მაინც შეძლო. შეხვედრას კი წერტილი კარგად შესრულებული წაღმა დარტყმით დაუსვა.
„მე იმ ტიპის მოთამაშე ვარ, ვისაც მაყურებლის გართობა ყოველთვის სურს. შარშან აქ ცარიელი ტრიბუნის წინაშე ვითამაშეთ და ამიტომ, ეს მხოლოდ ბიზნესი იყო. ეს მხოლოდ პირველი გამარჯვებაა და ეს არ მაძლევს იმის უფლებას, რომ შორს გასვლაზე ვიფიქრო. ეს ჯერ ადრეა“, - განაცხადა ოსაკამ, ვინც ბუზკოვას აქამდე ერთხელ, ავსტრალიის 2020 წლის ღია პირველობის პირველ წრეში შეხვდა და მაშინაც ორ სეტში მოუგო.
ტურნირი მოგებით დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმაც, ვინც მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, რუს ვერა ზვონარევას 6-2, 7-6(6) მოუგო.ბარტის მომდევნო მეტოქეა აშშ-ის ღიას 18 წლის დებიუტანტი, დანიელი კლარა ტაუსონი, ვინც ფრანგ სეხნია კლარა ბურელს 7-5, 6-0 მოუგო.

0.180532