საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო. ნიკოლოზი 1/64 ფინალში ამერიკელ სებასტიან კორდას შეხვდა და დაამარცხა.
უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, კორდამ მეორე სეტში მატჩი ტრავმის გამო შეწყვიტა და შესაბამისად, ბასილაშვილს გამარჯვება ჩაეთვალა. მანამდე, პირველი სეტი ქართველმა იოლად 6:2 მოიგო და მეორე სეტში 2:1-ს იგებდა, როცა კორდა დანებდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის 1/32 ფინალში კიდევ ერთ ამერიკელ მაქსიმ კრესის შეხვდება, რომელიც რეიტინგში 151-ე ნომერია. ჩვენებური წყვილში ფავორიტია და მატჩი 1 სექტემბერსაა ჩანიშნული.