ფეხბურთი

1:39 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი "ატლეტიკოში" ბრუნდება, "ბარსელონამ" მისი შემცვლელი იპოვა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი „ატლეტიკოში“ ბრუნდება, ხოლო „ბლაუგრანა“ მას ლუკ დე იონგით შეცვლის.

„ბარსა“ და „როხიბლანკო“ შეთანხმდნენ, რომ 30 წლის ფრანგი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ერთწლიანი იჯარით დაბრუნდება, მისი გამოსასყიდი თანხა კი დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, გრიზმანი „ბარსელონაში“ 2019 წელს სწორედ „ატლეტიკოდან“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. მან კატალონურ გრანდში 102 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა, ხოლო „ატლეტიკოში“ 2014-2019 წლებში 257 თამაშში თავი 133-ჯერ გამოიჩინა.

თავის მხრივ, „ბარსელონაში“ გრიზმანის შემცვლელი უმალვე იპოვეს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ ნიდერლანდელი შემტევი ლუკ დე იონგი გადაბარგდება.

0.122043