მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩისთვის მზადების პროცესში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფოთის სტადიონზე მეორე ვარჯიში გამართა. დღეს ფაზისის სტადიონზე ჩვენმა გუნდმა 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. კორეული "ულსან ჰიუნდაის" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდა და სავარჯიშო პროცესში 1 სექტემბრიდან ჩაერთვება. გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი კი, კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 1 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
1 სექტემბრის განრიგი - ბათუმი არენა17:00 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
18:30 | კოსოვოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 | კოსოვოს ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)
საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
NAKREBI.GE