ფეხბურთი

20:12 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლიდსმა" დანიელ ჯეიმსი დაიმატა

„ლიდს იუნაიტედმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დანიელ ჯეიმსი დაიმატა. უელსელმა ფეხბურთელმა იორკშირელებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ლიდსს“ ტრანსფერი 29 მილიონი ევრო დაუჯდა. ჯეიმსი ახალ გუნდში 20-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

23 წლის დანიელ ჯეიმსმა „მანჩესტერში“ 74 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, უელსის ნაკრებში კი 24 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110924