ფეხბურთი

17:51 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძე "დინამო თბილისში" დაბრუნდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ დავით სხირტლაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. მან გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

სხირტლაძე ბოლოს დანიურ „ვიბორგში“ თამაშობდა, ხოლო 2020 წელს „დინამო თბილისის“ ღირსებას უკვე იცავს. დავით კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია „ორჰუსში“, „სილკებორგში“, ტრნავას „სპარტაკში“, „რიგასა“ და გდინიას „არკაში“.

საქართველოს ნაკრებში სხირტლაძე რამდენჯერმე მიიწვიეს და 4 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.11079