„ბარსელონა“ 34 წლის ურუგვაელი ფორვარდით, ედინსონ კავანით დაინტერესებულა და დაკავშირებია მას. ედინსონსაც გადასვლაზე თანხმობა უთქვამს, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ გაუშვია - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჟერარ რომერო.
კავანი „მანჩესტერში“ შარშან გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, მანამდე კი შვიდი წლის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი არაფრით გამოუჩენია.