ფეხბურთი

14:20 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდო „ლივერპულში“ 2025 წლამდე

დღეს, 31 აგვისტოს, „ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, მერსისაიდულ კლუბთან ოფიციალურად გააფორმა 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტი. ამისდაკვალად, მან სიმბოლურად აღნიშნა კლუბში ყოფნის 10-წლისთავი. 2011 წელს „ლივერპულმა“ ჰენდერსონი „სანდერლენდისგან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.

„ჩემთვის დიდი პატივია „ლივერპულში“ თამაში. მიხარია, რომ კიდევ დიდი ხნით ვრჩები აქ. ცხადია, ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ, იმ ბიჭთან შედარებით, რომელმაც ათი წლის წინათ პირველად მოირგო კლუბის მაისურა.

ბევრი რამ ვისწავლე და ახლა გამოცდილი მოთამაშე ვარ, მადლობა ყველას თანადგომისთვის.

გამარჯვებებისთვის კი ისევ მშიერი გახლავათ. მჯერა, წინ კიდევ ბევრი წარმატებები გველის.“ - უთხრა ჰენდერსონმა კლუბის პრესსამსახურს.

ცოტა ხნის წინათ ბრიტანული ტაბლოიდები წერდნენ, 31 წელის ჰენდერსონს კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების პრობლემა გაუჩნდა და შეიძლება სხვა გუნდში გადავიდესო. მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ყველა დაამშვიდა - ჰენდო არსად წავაო. ასეც მოხდა,

დღემდე ჰენდერსონმა „ლივერპულში“ 394 მატჩი ჩაატარა და 30 ბურთი გაიტანა. „წითლებთან“ ერთად მას მოუგია ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ინგლისის ლიგის თასი.

0.127302