ფეხბურთი

13:47 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ოფიციალურად „გაეშმაკდა“

დღეს, 31 აგვისტოს, კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან.“ ხელშეკრულების კიდევ ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით.

მანკუნიანელებმა „იუვენტუსს“ 36 წლის პორტუგალიელში ჯამში 19,8 მილიონი გირვანქა (20,9 მილიონი ევრო) გადაუხადეს ( 12,9 მილიონს პლუს 6,9 მილიონი ბონუსი).

რონალდუს ჯამაგირი ახალ კლუბში, კვირაში 385 ათასი გირვანქა (448 ათასი ევრო) იქნება.

„ოლდ ტრაფორდი“ მას 12 წელიწადს ელოდა და ის შინ დაბრუნდაო - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. უბედნიერესი ვარ აქ დაბრუნებით. გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ შევუერთდები და ერთი სული მაქვს, როდის გავალ გადაჭედილ „ოლდ ტრაფორდზე“ საკუთარი მაყურებლის თვალწინ.

წინ ძალიან წარმატებული სეზონი გველოდება!“ - უთხრა კრიშტიანუმ კლუბის პრესსამსახურს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „მანჩესტერში“ 2003-09 წლებშიც თამაშობდა.

0.112822