ფეხბურთი

12:25 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოიზე კინი „იუვენტუსში“ დაბრუნდა

„ევერტონის“ თავდამსხმელი, მოიზე კინი, კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს - წერს ტურინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. 21 წლის იტალიელი, რომელმაც მოზრდილი საფეხბურთო კარიერა სწორედ „იუვენტუსში“ დაიწყო, თავის ახალ-ძველ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს. იტალიური მედია ირწმუნება, რომ საუბარია ორწლიან იჯარაზე, სავალდებულო გმოსყიდვის პირობით.

კინის დებიუტი „იუვენტუსში“ 2016 წელს შედგა, როცა გუნდს მასიმილიანო ალეგრი თავკაცობდა. ახლა ალეგრი დაბრუნდა და კინიც დააბრუნა.

2019 წლის ზაფხულში კინი „ევერტონში“ გადავიდა. გასული სეზონი კი „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა, ასევე იჯარით. ფრანგული კლუბი მის გამოსყიდვას აპირებდა, მაგრამ ლიონელ მესის დამატების შემდეგ, გადაიფიქრა.

0.134048