ფეხბურთი

11:23 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რომამ“ პასტორესთან კონტრაქტი შეწყვიტა

„რომამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არგენტინელ ნახევარმცველთან, ხავიერ პასტორესთან კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ დაწერა.

32 წლის პასტორესთან ხელშეკრულება ორივე მხარის სურვილით შეწყდა. ახლა ის თავისუფალი აგენტია.

პასტორემ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ „ტალერესში“ დაიწყო. 2009 წელს ის ევროპაში გადმობარგდა და „პალერმოს“ მოთამაშე გახდა. შემდეგ იყო „პარი სენ-ჟერმენი,“ რომელმაც არგენტინელში 42 მილიონი ევრო გადაიხადა. 2018 წლიდან კი ის „რომას“ ფეხბურთელი გახდა.

გასულ სეზონში პასტორემ სერია A-ში მხოლოდ ხუთი მატჩი გამართა და თავი არაფრით გამოუჩენია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110415