თავდამსხმელმა, ტროი დინიმ „უოტფორდი“ დატოვა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
33 წლის გუნდის კაპიტანს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში უმთავრდებოდა, თუმცა „უოტფორდი“ მასტან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებდა და თავისუფლი აგენტის სტატუსით გაუშვა.
„დინი „უოტფორდში“ 11 წლის განმავლობაში თამაშობდა. ამიერიდან კი ის „ბირმინგემ სიტის“ ფეხბუთელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგურ „უოტფორდს“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი თავკაცობს.