თამაშგარე

12:53 | 31.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა რონალდუს ინგლისშიც მიჰყვება

ევროპის ბულვარული მედიისთვის ჯერ ხეირიანად გარკვეულიც კი არ იყო, პორტუგალიელი სუპერშემტევი, კრიშტიანუ რონალდუ ტოვებდა თუ არა ტურინის “იუვენტუსს“, რომ მავანნი უკვე დაინტერესდნენ, რონალდუს ცოლი, ჯორჯინა როდრიგესი რამდენად იუკადრისებდა საცხოვრებელი ადგილის კიდევ ერთხელ გამოცვლას.

რასაკვირველია, არც ტურინია მსოფლიო მოდის ცენტრი, მაგრამ იტალიისგან განსხვავებით, კრიშტიანუს ამჟამინდელი ნავთსაყუდელი - ქალაქი მანჩესტერი ნამდვილად ვერ გამოიყურება მოდელი ქალისთვის გადასარევ საცხოვრებელ ალაგად. თუმცა, ჯორჯინა როდრიგესი სულაც არ ჰგავს ყველას...

ინგლისელთა გულის გასახარად, ჯორჯინა ამბობს, რომ უკვე ემზადება შვილებთან ერთად მანჩესტერში გადასაბარგებლად და მისთვის დედამიწის ზურგზე ყველა ადგილი საინტერესო და მიმზიდველია, სადაც ქმარი ეგულება. რონალდუს ოჯახს ინგლისში დროებითი საცხოვრებელი უკვე შერჩეული აქვს და რა გასაკვირია, რომ სამომავლოდ არც მდიდრული ვილის შერჩევა გაუჭირდებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131968