ფეხბურთი

22:53 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა "ანორთოსისში" ითამაშებს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ სალონიკის პაოკიდან ნიკა ნინუას დაიმატებს. ინფორმაციას ბერძნული და კვიპროსული მედია ავრცელებს.

ნინუა თემურ ქეცბაიას გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება და მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. შედეგად, კვიპროსულ გუნდში ქართული ლეგიონის რაოდენობა სამამდე გაიზრდება.

ნიკა ნინუა პაოკ-ს ერთი წლის წინ შეუერთდა და ბერძნულ გუნდში 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თუმცა, სათამაშო პრაქტიკას მოკლებული იყო და ქეცბაიასთან ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

0.110943