იტალიურმა „მილანმა“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო დაიმატა. 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ლომბარდიულ გრანდს ორწლიანი იჯარით შეუერთდა.
„როსონერის“ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება. აღსანიშნავია, რომ ბაკაიოკო „მილანში“ 2018-2019 წლების სეზონში თამაშობდა და 42 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
გასული სეზონი მან ასევე იჯარით „ნაპოლიში“ გაატარა. „ჩელსიმ“ ტიემუ 2017 წელს „მონაკოდან“ შეიძინა და პირველ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 43 თამაშში 3 გოლი გაიტანა, მაგრამ მას შემდეგ „არისტოკრატები“ ფრანგს მუდმივად ანათხოვრებენ („მილანში“, „მონაკოში“, „ნაპოლისა“ და ახლა ისევ „მილანში“).