ფეხბურთი

16:36 | 30.08.2021 | ნანახია 613 - ჯერ

საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურის სიმბოლურში მოხვდა

საქართველოს ნაკრებისა და „ჰატაისპორის“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველ შემტევს კარგი თამაში Bein Sports-მა დაუფასა.

ლობჟანიძემ მესამე ტურში „ალანიასპორთან“ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. გოლზე ცალკე უნდა ითქვას, საოცარი სილამაზის ბურთი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სამივე ტურში შეძლო თავის გამოჩენა და ბომბარდირთა დავასაც 3 გოლით ლიდერობს. შეგახსენებთ, საბა ლობჟანიძე „ჰატაისპორს“ მიმდინარე ზაფხულს „ანკარაგიუჯუდან“ შეუერთდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:51 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ძალიან მაგარ ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის ზუსტადაც აუცილებელია ასეთი მოთამაშე

17:36 | 30.08.2021
დიდგორელი (329)

საბა მხეცია!

ფეხბურთის სასწავლო ლიტერატურაში უნდა გქონდეს ეს კადრი.
მე მგონი "დარტყმა ტერფით" არა?!
თუ არსებობს უფრო კაი სახელი...

18:50 | 30.08.2021
Erovnuli-Nakrebi (11812)

ტერფით ათასნაირად შეიძლება დაარტყა და არა მაინცდამაინც ისე როგორც ლობჟანიძემ დაარტყა : ))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127497