თამაშგარე

15:40 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რატომ გაშიშვლდა “ანტვერპენის“ მწვრთნელი?

ტიტლიკანა კაცი რომელსაც ახლა ფოტოზე ხედავთ, ბელგიური საფეხბურთო კლუბ “ანტვერპენის“ მწვრთნელი ბრაიან პრისკეა. არ გეგონოთ, რომ მუსიე ბრაიანი რაიმე სახის აღლუმში მონაწილეობს, ანდა გაგიჟდა. უბრალოდ, როგორც ჩანს თავისნათქვამა კაცია და დანაქადნებსაც მუდამ ასრულებს ხოლმე.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ბრაიან პრისკე თავის ფეხბურთელებს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ნახევრად ხუმრობით დაჰპირდა, რომ თუკი “ანტვერპენი“ შეძლებდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიაღწევდა, იგი პრესკონფერენციაზე შიშველი გამოცხადდებოდა. ჰოდა, დაჰპირდა და აასრულა კიდეც!

ბელგიელებს განსაკუთრებული სასწაული ნამდვილად არ ჩაუდენიათ. ორმატჩიან ჯახში კვიპროსულ “ომონიას“ სძლიეს, მაგრამ ის კი დასაფასებელია, რომ ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, ბრაიან პრისკეს იუმორის გრძნობაც ჰქონია და დანაქადნების შესრულებაც შესძლებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108834