ფეხბურთი

11:11 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ჩემთვის მეშვიდე ადგილი საკმარისი არაა, გვინდა უძლიერესები დავამარცხოთ"

იტალიური „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „სალერნიტანასთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ კარგ გუნდს აშენებს.

„შეუძლებელი იყო არ მოგვეგო. პირველივე წუთიდან მშვიდად ვიყავი. გუნდი დომინირებდა, ნამდვილად კარგად ითამაშა. „ფიორენტინასთან“ 1:0-ს ვიგებდით და მეტოქე 10 ფეხბურთელით იყო, მაგრამ მაშინ უფრო შეშინებული ვიყავი, ვიდრე ახლა. რატომ? თამაშის ყველა მომენტში ვდომინირებდით, პირველ ტაიმშიც. მაღლა ვითამაშეთ, პრესინგს ვახდენდით, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ.

მეშვიდე-მერვე ადგილის დაკავება ჩემთვის საკმარისი არ არის, კარგ გუნდს ვაშენებთ, სათადარიგო სკამზე რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენზე ბევრად მდიდარი გუნდები არიან, მაგრამ იმისთვის ვითამაშებთ, რომ უძლიერეს გუნდებთან გავიმარჯვოთ. არ მინდა, გუნდმა მენტალიტეტი შეიცვალოს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომამ“ სერია A-ს ორ ტურში 6 ქულა დააგროვა და გარდა ამისა, კოფერენს ლიგის პლეი-ოფში თურქულ „ტრაბზონსპორს“ ორივე თამაში მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108266