სხვა

1:36 | 30.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვუელტას მე-15 ეტაპი პოლონელმა მაიკამ მოიგო, ეიკინგი ისევ ლიდერია

ვუელტას 15 ეტაპის შემდეგაც ნორვეგიელი ოდ კრისტიან ეიკინგი ლიდერობს, ვინც უკვე ხუთი დღეა, ლიდერის წითელ მაისურს არავის უთმობს. და პროგნოზები დღევანდელი სამთო ეტაპის შემდეგაც გააქარწყლა. რბოლა პოლონელმა რაფალ მაიკამ მოიგო, ვინც პელოტონი პირველივე აღმართზე ჩამოიტოვა და ფინიშამდწ 90 კილომეტრი მარტომ გაიარა.

მაიკამ (UAE ტიმ ემირატსი) ფინიშთან წუთით და 27 წამით მიასწრო ჰოლანდიელ სტივენ კრუისვიიკს (ჯუმბო-ვისმა), ფინიშთან მესამე კი ავსტრალიელი კრის ჰამილტონი (ტიმ DSM) მივიდა. მაიკასთვის ეს 2017 წლის შემდეგ, ვუელტაზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

ეიკინგმა (ინტერმარკე) მაიკასთან დაახლოებით სამი წუთი წააგო, მაგრამ რაც მთავარია, თავის უახლოეს მდევრებთან უპირატესობა უდანაკარგოდ შეინარჩუნა. ფრანგ გიიომ მარტინს ისევ 54 წამს უგებს, ვუელტას ორგზის ჩემპიონ პრიმოჟ როგლიჩს (ჯუმბო-ვისმა) კი - წუთსა და 36 წამს.

ორშაბათს მონაწილეებს მეორე დასვენების დღე აქვთ, შემდეგ კი სპრინტის ოსტატები გახურდებიან.

0.11843