ფეხბურთი

1:10 | 30.08.2021 | ნანახია NaN - ჯერ

პსჟ-მ მბაპეს დუბლით მოიგო, მესის დებიუტი შედგა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ სტუმრად „რეიმსი“ დაამარცხა და ლიონელ მესის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. არგენტინელის დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგა.

თუმცა, მესის დებიუტში სცენა კილიან მბაპემ წაართვა. ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ ფრანგი გუნდიდან მიდის, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა იხურება და კილიანი გოლებს პსჟ-ს მაისურით იტანს. ამჯერად მან სეზონში პირველი დუბლი შეასრულა, ჯერ მე-15 წუთზე გახსნა ანგარიში, მერე 63-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

მესი მოედანზე ამის შემდეგ, 66-ე წუთზე ნეიმარის ნაცვლად შევიდა და განსაკუთრებული არაფერი. ლეოს დებიუტმა მშვიდად ჩაიარა.

პსჟ-ს კი ოთხ ტურში 12 ქულა აქვს, ლიდერია და ძალიან ძნელი სავარაუდოა, ვინ და როდის გააჩერებს მაურისიო პოჩეტინოს გუნდს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 09.03.2014
giomebo (1190)

გვალიაზე არ ამბობდით ამხანაგურებს რომ თამაშობდნენ ყველაზე აქტიური იყოო??? თუ ასეა ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე მაინც რატო არ ატამაშეს? ჟურნალისტებო რატო გვატყუებთ?

20:57 | 08.03.2014
tankred (748)

ძლიერი ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი ...

20:43 | 08.03.2014
sabonis (9584)

რა კარგად იწყებს შოთი და გაგრძელება უჭირს მერე მის გუნდებს.ეტყობა დასასრული ჯერ კარგად ვერ აითვისა.DDDD

19:57 | 08.03.2014
tengoroma (4673)

ფორცა შოთიიიიიიიიიიიიი

0.065123