ფეხბურთი

19:59 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "წიტაიშვილმა მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებდა"

უკრაინის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა გიორგი წიტაიშვილზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ის დარწმუნებული იყო, ადრე თუ გვიან წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებდა და ეს მას პირადადაც უთხრა.

„ერთხელ ლობანოვსკის ტურნირზე ვთამაშობდით და წიტაიშვილის ამ ტურნირზე წაყვანა გადავწყვიტე. დავურეკე და ვკითხე: „რა უნდა დაგიძახო? გიო თუ ჟორა?“ მან მითხრა: „ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“. კარგი-მეთქი და ვუპასუხე: „გეპატიჟები ჩვენთან სათამაშოდ, წაგიყვან მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან შენ ითამაშებ საქართველოს ნაკრებში. წიტაიშვილმა მიპასუხა: „არა, ეს არ მოხდება“. გავიდა დრო და ვხედავთ, რომ ასე მოხდა.

ჩემს თანაშემწეებს შეუძლიათ ამბის სიმართლის დადასტურება. გიომ თავისი არჩევანი გააკეთა, აირჩიას საკუთარი გზა, ეს მისი უფლებაა. ის ქართველია და მას არ ვგმობ“, - აღნიშნა პეტრაკოვმა.

ალეკსანდრ პეტრაკოვი გიორგი წიტაიშვილს უკრაინის 20-წლამდე ნაკრებში ავარჯიშებდა და 2019 წელს შესაბამისი ასაკობრივი მსოფლიოს ჩემპიონატიც ერთად მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116669