ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თავშესაფრიდან ძაღლი გუნდის ბაზაზე მიუყვანა და „კვარა“ დაარქვა.
რუს სპეციალისტის ჰკითხეს რას არქმევდა ძაღლს და დაუფიქრებლად უპასუხა - „კვარა“. ის ფიქრობს, რომ თუ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს დატოვებს, მას ბაზაზე მეორე „კვარა“ ეყოლება.
ძაღლს ხვიჩა კვარაცხელიაც ეთამაშა, რომელმაც თქვა, რომ ორი „კვარა“ უკვე ძალაა. სახალისო ვიდეო „რუბინის“ სოციალურ ქსელშიც გამოქვეყნდა.