ფეხბურთი

15:06 | 29.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სერენის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე სანაკრებო პაუზის შემდეგ შემოგვიერთდება"

ბელგიური „სერენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორდი კონდომმა გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება დაადასტურა. როგორც მან „ეუპენთან“ მატჩის (2:1) შემდეგ თქვა, სანაკრებო პაუზის შემდეგ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი გუნდს შეუერთდება.

„ყველა საბუთი მზაა მიქაუტაძისთვის და სანაკრებო შესვენების შემდეგ უნდა შემოგვიერთდეს“, - თქვა კონდომმა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში „სერენის“ მაისურით 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის იუპილერ ლიგაში აღზევებაში.

„სერენმა“ სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო და 6 ტურში 9 ქულა მოიპოვა (3 მოგება, 3 წაგება).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117246