ფრანგ რომენ ბარდეს ოთხი წელი ველომარათონებზე ეტაპი არ მოეგო. და აი, დღეს ეს მოლოდინი შეწყვიტა - ვუელტას მე-14, სამთო ეტაპზე გაიმარჯვა. ბარდე ერთ დროს ტურ დე ფრანსის ერთ-ერთი მთავარი ფრანგი პრეტენდენტი იყო. 2016 წელს მეორე ადგილი დაიკავა, მომდევნო წელს კი მესამე იყო.
2017 წელს მანვე ტურ დე ფრანსზე სამი ეტაპის მოგება შეძლო. მაგრამ მას შემდეგ დაიკარგა. ველომარათონებზე ერთი ეტაპიც აღარ მოუგია. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეეძლო, მაგრამ ესპანელ ალეხანდრო ვალვერდესთან წააგო და ზევერცხლს დასჯერდა.
„ამას დიდხანს ველოდი. ყველაფერი ვიღონეთ ამ ეტაპზე გამარჯვებისთვის და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოგებაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ ვცდილობდი, რაც შემეძლო, ყველაფერი გამეღო“, - „ტიმ DSM-ის“ 30 წლის ლიდერმა.
ბარდემ რამდენიმე მეტოქესთან ერთად, ადრევე შეძლო დაწინაურება, შემდეგ კი ბოლო, პირველი კატეგორიის აღმართზე (პიკო ვილუერკასი) ყველაზე მაღალი ტემპი განავითარა და ფინიშთან პირველი მივიდა.
ნორვეგიელმა ოდ კრისტიან ეიკინგმა (ინტერმარკე) ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლიდერის წითელი მაისური ზედიზედ მეხუთე ეტაპისთვისაც შეენარჩუნებინა. და მან ეს შეძლო. ბოლო აღმართზე, ფავორიტების ჯგუფს არ მოშორებია და ფინიშთანაც მათთან ერთად მივიდა. თუმცა პრიმოჟ როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) მასთან ჩამორჩენა მაინც რამდენიმე წამით შეამცირა.
სხვათა შორის, ეტაპის დაწყებამდე ეიკინგმა განაცხადა, რომ თუ როგლიჩი აღმართზე შეტევას გადაწყვეტდა, მას წითელი მაისურის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. ბოლო აღმართზე რამდენიმე გუნდმა (ჯუმბო-ვისმამ, მოვისტარმა და კოფიდისმა) ტემპი გაზარდეს, თუმცა ეიკინგმა გაყოლა შეძლო.
ნორვეგიელს უფრო გაუჭირდება კვირის ეტაპზე, რომელზეც ოთხი აღმართია (მათ შორის, ორი პირველი კატეგორიის) გასავლელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ორივეზე მაგარია აბა რა არის რომ მოინდომოს მესის გასტენის რონალუდუს უკანატანში!!
“მილანი” იმ შეცდომების გამო ისჯება, რაც წარსულში ჩაიდინა."
)
შენ და კიდე ერთი-ორი კაცი არ უნდა გაეყიდეთ
ტიპს არ უნდოდა წასვლა და ძალით გაყიდეს
ამწამს კეე მესის სჯობს ფორმიდან გამომდინარე
ამან თუ კიდევ მოუმატა მესის მართლა ჩამოიტოვებს
ბაზარი არააა ეხლა მთლად ეგრე ვერაა როგორც ამბობს მაგრამ სხვადასხვა კუთხე არსებობს ჩემი აზრია ასეთია ასე ვიტყვი მე ფეხბურთი მხოლოდ გოლების გატანა არაა მასე ტრეზეგეც იტანდა მაგალითად გოლებს და ინძაგიც მარა სხვა რა ახსოვს ვინმეს მაგათი , ერთი კუთხიდან გოლებს კი იტანენ მარა ზლატანსაც არა ნაკლები გააქვს და პახოდუ ტიპი ცენტრ ფორვარდია მარა ყველგან თამაშობს მასტი მახსოვს მილანში ვაფშე გოლებს იტანდა გუნდს ათრევდა და პახოდუ გამთამაშებლადაც თამაშობდა რამდენჯერ გაყავდა ნოჩერინო ბოატენგი მეკარესთან დასარტყმელ პოზიციაზე დაცვიდანაც კი ამოქონდა ხშირად ბურთი პასებს ანაწილებდა გაქონდა და სხვასაც ატანინებდა ამ კუთხით მე ზლატანი ორივეს მირჩევნია ვინც გინდა მედავოს ეხლა
ადამიანის აბიციებს და გონებრივ ფანტაზიას საზღვარი არაქვ , კაცი ადენი წელია თავზე აკურკლვდა საფეხბურთო ამყაროს, მესიზე მაქვს ლაპარაკი და 1 თVეა ტრავებიდან თამაში ვერ წაუვიდა და უვკე იბრაგიმოვიჩიო იქით რონადოვო აქედ რობენიო, რაუცებ შეიზელბა ადენი სიამოვნება დაივიწყოს ადამიანმა რო ერთი თვის და ტრავების გამო ფეხბუერთელმა თუ ვერ ითამაა ისე როგორც აქამდე უვკე ჭიჭვეიშვილაც ადარებენ, იბრაზე არ მაქვს პრეტენზია ეს უბრალოდ ზოგადად,
საუკეთესო ცენტრ ფორვარდი კარგა ხანია არის ეს კაცი და დღეს დღეობით საუკეთესო ფეხბურთელადაც ვთვლი.
იბრა მევასები
კი მაგარია, მარა ინდივიდუალურში მესი და რონალდო აშკარად აღემატებიან და გუნდური წარმატება რიბერის ქონდა თუ ქონდა, ამიტო წელს ვერ გაქაჩავს
ისე , რომ დაფიქრდე კი იმსახურებს ... ისეთი ასაკი აქვთ ამასაც და რიბერისაც , ან ახლა ან არასდროს
) ამ დვიჟენიაში არიან : დ
მაგარი იქნება აბა რა იქნება კარატეში შავი ქამარი აქვს

იბრა შე ნასეტკა!.. არადა მართლა მაგარ ფორმაშია !.. პრეეტცივით ბებრის ყვავილობა აქვს !...
წამოდი მილანში