ფეხბურთი

23:30 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზავი „ენფილდზე“ და „არსენალის“ მიჯრით მესამე მარცხი

„არსენალმა“ ზედიზდ მესამე თამაში წააგო. ამჯერად „სიტისთან.“ ნული ქულა და ბურთების შეფარდება - 0:9... მართლაც რთული საცქერია, როგორ ცოდვილობენ მიკელ არტეტას შეგირდები. ეს „მეთოფეების“ ყველაზე ცუდი სტარტია ბოლო 67 სეზონის განმავლობაში. შეიძლება ვთქვათ, რომ 35-ე წუთზე მსაჯმა მარტინ ატკინსონმა, საეჭვოდ გააძევა სტუმარი შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა და თამაში გააფუჭა. ეს მატჩის შემდეგ გვარდიოლამაც აღნიშნა: გაძევებამ თამაში შეცვალაო. მაგრამ ამ დროს მასპინძლები უკვე 2:0 იგებდნენ და უამისოდაც, ლონდონელი სტუმრები ძალიან უნიათოები ჩანდნენ.

დუბლი მიითვალა ფერან ტორესმა. თითოც ილკაი გიუნდოგანმა, გაბრიელ ჟეზუსმა და როდრიმ გაიტანეს. სხვათა შორის, ხოსეპ გვარდიოლამ იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რაც წინა ტურში „ნორვიჩთან“ (იქაც 5:0). ასეთი რამ კი „სიტის“ პრემიერლიგაში 2017 წლის შემდეგ აღარ ახსოვს. სხვა მხრივ, ორ მატჩში 10 გოლი ურიგო შედეგი არ არის.

არტეტა კი იმედს არ კარგავს: სამი კვირის განმავლობაში ბევრი რა მოხდა და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, სიამაყითა და ჟინით უნდა შევცვალოთ ვითარებაო - უთხრა ესპანელმა ВВС-ს.

ტურის მთავრი მატჩი კი „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის, ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ქომაგები ელოდნენ. დაძაბულობა მეტი იყო ვიდრე საგოლე მომენტები. ქულები ძალიან ძვირად ფასობდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს 22-ე წუთზე, თავი კაი ჰავერცმა გამოიჩინა. გერმანელმა ჭაბუკმა ულამაზესი თავურით გადაგზავნა რის ჯეიმსის კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში.

პირველი ტაიმის მიწურულს კი იგივე ჯეიმსი ანტიგმირი გახდა. „არისტოკრატთა“ კარში პენალტი დაინიშნა. მსაჯმა, ენტონი ტეილორმა, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა ჯეიმსი, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა.

თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა მო სალაჰმა - 1:1.

ამას ხმაური და გაწევ-გამოწევა მოჰყვა. მოწინააღმდეგეებმა კარგა ხანს ბურთი ვერ გაიყვეს.

მეორე ტაიმში მასპინძლებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ სახიფათო მომენტებამდე საქმე თითქმის არ მიდიოდა.

3 ტურის შემდეგ „ლივერპულსა“და „ჩელსის“ 7-7 ქულა მოუგროვდათ. ამდენივე აქვთ „ევერტონს“ და „ვესტ ჰემს.“ სწორედ ეს ოთხი გუნდი უდგას სათავეში პრემიერლიგის ცხრილს. თუმცა კვირას ჩისკოს „უოტფორდთან“ გამარჯვების შემთხვევაში, „ტოტენჰემი“ შეიძლება ერთპიროვნული ლიდერი გახდეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-3 ტური

28 აგვისტო

სიტი - არსენალი 5:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0 გიუნდოგანი (7), 2:0 ტორესი (12), 3:0 ჟეზუსი (43), 4:0 როდრი (53), 5:0 ტორესი (84)

სიტი: ედერსონი, უოკერი (ზინჩენკო 46), დიაში, ლაპორტი, კანსელუ, გიუნდოგანი, როდრი, ბერნარდუ სილვა (სტერლინგი 57), ჟეზუსი (მაჰრეზი 61), გრილიში, ტორესი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

არსენალი: ლენო, ტირნი, ჰოლდინგი, სოარეში, ჩემბერსი, კოლაშინაცი, საკა (ელნენი 46), ედეგორი (მეიტლენდ-ნაილსი 71), სმიტ-როუ, ჯაკა, ობამეიანგი

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: როდრი (67); სოარეში (24), კოლაშინაცი (28)

გაძევება: ჯაკა (35)

ლივერპული - ჩელსი 1:1

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 ჰავერცი (22), 1:1 სალაჰი (45+4 პენ)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი (ციმიკასი 86), ფაბინიო, ჰენდერსონი (ალკანტარა 75), ელიოტი, ფირმინო (ჟოტა 43), მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ჩელსი: მენდი, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი, ჯეიმსი, ალონსო, კანტე (კოვაჩიჩი 46), ჟორჟინიო (ჩალობა 87), მაუნტი, ჰავერცი (ტიაგუ სილვა 46), ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: რუდიგერი (45+3), მენდი (45+6)

გაძევება: ჯეიმსი (45+3)

ასტონ ვილა - ბრენტფორდი 1:1

0:1 ტოუნი (7), 1:1 ბუენდია (13)

ბრაიტონი - ევერტონი 0:2

0:1 გრეი (41), 0:2 კალვერტ-ლიუინი (57 პენ)

ვესტ ჰემი - კრისტალ პალასი 2:2

1:0 ფორნალსი (39), 1:1 გალახერი (58), 2:1 ანტონიო (68), 2:2 გალახერი (70)

ნორვიჩი - ლესტერი1:2

0:1 ვარდი (8), 1:1 პუკი (44 პენ), 1:2 ოლბრაიტონი (77)

ნიუკასლი - საუთჰემპტონი 2:2

1:0 უილსონი (55), 1:1 ელიუნუსი (74), 2:1 სენ-მაქსიმენი (90+1), 2:2 უორდ-პროუსი (90+6)

29 აგვისტო

ბარნლი - ლიდსი

ტოტენჰემი - უოტფორდი

ვულვერჰემპტონი - მანჩესტერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102817