პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში, „ასტონ ვილამ“ „ბრენტფორდს“ უმასპინძლა (1:1). ანგარიში მე-7 წუთზე ბრენტფორდელმა აივენ ტონიმ გახსნა. ამრიგად, 25 წლის შემტევი, უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა.
ახლა მას ინგლისის ოთხ მთავარ დივიზიონში აქვს გოლი გატანილი: პრემიერლიგაში, ჩემპიონშიფში, ლიგა 1 და ლიგა 2-ში.
ტონი „ბრენტფორდში“ 2020 წლის 1 სექტემბერს გადავიდა „პიტერბოროდან“ 5,6 მილიონ ევროდ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ შეიძლება დააზუსტეთ,მე მგონი რიკი ლამბერტსაც ქონდა მსგავსი მიღწევა,ასევე ყველა სათასო ტურნირზე ქონდა გოლი გატანილი,ჩემპიონთა ლიგაზეც,ერთადერთი ევროპა ლიგა დატოვა უგოლოდ.