ტურინის „იუვენტუსმა“ მოიზე კინის ტრანსფერი შეთანახმდა. იტალიური მედიის ცნობით, ნიჭიერი იტალიელი ფორვარდი კვირას ტურინში იქნება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
კინს „იუვე“ 2-წლიანი იჯარით უფასოდ დაიმატებს, მაგრამ ორი წლის შემდეგ მისი გამოსყიდვის ვალდებულება 20 მილიონ ევროდ ექნება. ლივერპულის „ევერტონთან“ შეთანხმება უკვე შედგა.
კინი ტურინელთა აკადემიის აღზრდილია და 2018-2019 წლების სეზონში 21 მატჩში 8 გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ ის 30 მილიონ ევროდ „ევერტონში“ გაყიდეს. იტალიელმა გასული სეზონი იჯარით პსჟ-ში გაატარა და 41 თამაშში 17 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მას 9 შეხვედრაში თავი ორჯერ აქვს გამოჩენილი.