ფეხბურთი

18:40 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცვლილება ეროვნული ნაკრების განაცხადში

საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში ცვლილებაა. კლუბში მიღებული ტრავმის გამო სექტემბერში გასამართ ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ გუნდს ყაზანის "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს უკრაინული ოდესის "ჩერნომორეცის" შემტევი გიორგი წიტაიშვილი შეუერთდება.

​შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.

სექტემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 30 აგვისტოდან დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 26 ფეხბურთელით შავი ზღვისპირეთში გაივლის. დეტალები იხილეთ ბმულზე.

0.132526