ფეხბურთი

17:22 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ „არსენალი“ 5:0 გაანადგურა

პრემიერლიგის მე-3 ტურის გამხსნელ მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

„მეთოფეები“ 35-ე წუთიდან კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა, მარტინ ატკინსონმა, უხეშობისთვის შვეიცარიელი გრანიტ ჯაკა გააძევა.

დუბლი მიითვალა ფერან ტორესმა. თითოც ილკაი გიუნდოგანმა, გაბრიელ ჟეზუსმა და როდრიმ გაიტანეს.

სამი მატჩის შემდეგ „სიტი“ 6 ქულით (2 მოგება და 1 ფრე, ბურთები - 10:1) სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, თუმცა კონკურენტებს ჯერ სათამაშო აქვთ.

„არსენალი“ კი მიჯრით მესამედ დამარცხდა და 0 ქულით ბოლო ადგილზეა (ბურთები -0:9).

0.129027