ფეხბურთი

15:48 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: „რონალდუმ „იუვენტუსის“ მდგომარეობიდან დასკვნები გამოიტანა“

„იუვენტუსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, კრიშტიანუ რონალდუს ტურინული კლუბიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის თაობაზე ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ვფიქრობ, კრიშტიანუს თავისი ლოგიკა აქვს. ის შინ დაბრუნდა. „მანჩესტერმა“ მას დიდ ფეხბურთში გზა გაუხსნა და სავარაუდოდ, კარიერასაც იქ დაამთავრებს. მისი „იუნაიტედში“ გადასვლა კარიერის ბედნიერი დასასრული იქნება.

რონალდუმ „იუვენტუსის“ მდგომარეობიდან დასკვნები გამოიტანა. ალბათ, მისი აზრით, ტურინულ კლუბს არ შესწევს საერთაშორისო არენაზე წარმატების მიღწევა. ჩემპიონთა ლიგაში სამწლიანი ჯახირის შემდეგ, მისი კლუბიდან წასვლის მიზეზი შეიძლება ესეც იყოს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105379