ფეხბურთი

15:20 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი ბრაზილიის ნაკრებში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს

ინგლისის პრემიერლიგის კლუბების ერთობლოვი გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო შეკრებებზე არ გაუშვან ფეხბურთელები, რომლებსაც კოვიდის „წითელ ზონებში“ მოუწევთ ვარჯიში და თამაში, ბევრი ნაკრები დააზარალა.

მათ შორისაა ბრაზილიის ეროვნული გუნდიც, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი შესარჩევი მატჩი ელის: სანტიაგოში, ჩილესთან (2 სექტემბერს), არგენტინასთან, სან პაულუში (5 სექტემბერს) და პრუსთან, პორტუ ალეგრიში (9 სექტემბერს).

მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრაზილიელთა თავკაცი ტიტე იძულებული გახდა „ახალი“ ფეხბურთელები გამიეძახა. მათ შორის: ვინისიუსი (რეალი), მათეუს ნუნიესი (სპორტინგი), ევერსონი (ატლეტიკო მინეირო), სანტოსი (ატლეტიკო პარანაენსე), მირანდა (სან პაულუ), ედენილსონი (ინტერნასიონალი), ჟერსონი (მარსელი), მალკომი (ზენიტი სანკტ პეტერბურგი) და ჰალკი (ატლეტიკო მინეირუ).

საინტერესოა, რომ ერთ დროს ბრაზილიელთა ლიდერი, ჰალკი, ეროვნულ გუნდში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გამოიძახეს. „ატლეტიკო მინეირუს“ 35 წლის შემტევი ამ ამბავმა ძალიან გაახარა. და ტვიტერში დაწერა: „ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურის მორგება არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. დიდება უფალს!“

0.119955