ფეხბურთი

13:26 | 28.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალს“ „ბეტისთან“ ექვსი ფეხბურთელი დააკლდება

ესპანური პრიმერას მესამე ტურში, დღეს, 28 აგვისტოს, „რეალი“ სევილიაში „ბეტისს“ ეწვევა. თამაში თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

თუმცა, მადრიდელებს არცთუ იოლი მატჩი ელით. მათი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ერთდროულად ძირითად შემადგენლობასთან მიახლოებულ 6 ფეხბურთელს ვერ ათამაშებს.

ტონი კროოსი, დანი სებალიოსი და ლუკა მოდრიჩი დაშავებულები არიან, აღდგენას აგრძელებენ. მარსელო და ფერლან მენდი მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან. ალვარო ოდრიოსოლა კი ბოლო ვარჯიშებზე ცოტა სათამაშო დროს იღებდა და სავარაუდოდ არც ის იქნება განაცხადში.

0.130162